ლეგენდარულმა ამერიკელმა სპორტსმენმა, „ოქროს ეპოქის“ ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა, ჯორჯ ფორმენმა უსიკისა და ჯოშუას ბრძოლა შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სუპერმძიმე კატეგორიაში წლის ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს ბრიტანელი ენტონი ჯოშუა და უკრაინელი ალექსანდრ უსიკი დაუპირისპირდნენ.
ბრძოლა 12 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა, უკრაინელმა მოკრივემ ქულებით გაიმარჯვა და ბრიტანელს ოთხი საჩემპიონო ქამარი წაართვა.
„ჯოშუა-უსიკის ბრძოლას ვუყურე. ეი ჯეი შეშინებული მომეჩვენე, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჯორჯ ფორმენმა. – მან საკუთარი თავი დაკარგა. ვერ ჩამოყალიბდა, ეჩხუბა და მთელი თავისი ძალით შეეტია თუ ფრთხილად ჩაემთავრებინა 12 რაუნდი.
უსიკი ნამდვილი ცაციაა – თუ შენ არ დამარტყამ, მივიღებ ჯილდოს და მე დაგარტყამ. ჯოშუას თავს რაღაც ვერ იყო კარგად. ვინ ხარ შენ, ეი ჯეი?“, – მიმართა აწ უკვე ყოფილ ჩემპიონს ჯორჯ ფორმენმა.