ისტორიული მატჩი | ზიკო - ბრაზილიას ხუთი გოლი რომ გაეტანა, იტალია ექვსით უპასუხებდა [ვიდეო]
გადაცემა „ტაიმაუტის“ რუბრიკაში „ყველა დროის 50 საუკეთესო მატჩი“ მეტად საინტერესო შეხვედრა მოხვდა. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა ბრაზილიის ნაკრები, რომელსაც სპეციალისტების დიდი ნაწილი ჩემპიონობასაც უწინასწარმეტყველებდა, თუმცა შეჯიბრებას იტალიის ნაკრებმა გამოთიშა – პაოლო როსის ჰეთ-თრიქით „სკუადრა აძურამ“ ბრაზილია 3:2 დაამარცხა. ფინალში გერმანიასაც სძლია და ისტორიაში მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა.
„ამ შეხვედრაში ბრაზილიელებს ხუთი გოლი რომ გაგვეტანა, იტალია ექვსით გვიპასუხებდა, – იხსენებს ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ზიკო, – იტალიელები ხომ მუდმივად პოულობდნენ გზას ჩვენთვის ეპასუხათ. ამ შეხვედრის წაგებით ბრაზილის ნაკრებმა დაასრულა სანახაობრივი ფეხბურთი, შემდეგ ჩემპიონატებში შედეგს გაცილებით პრაგმატული ფეხბურთით ვაღწევდით“.
ეს მატჩი იოჰან კრუიფმა 1974 წელს ჰოლანდიის ნაკრების გერმანიასთან დამარცხებას შეადარა:
„ბრაზილიის ფანტასტიკური გუნდის წაგებამ 1974 წლის ფინალი გამახსენა. იტალიამ გაიმარჯვა, მაგრამ მაყურებელს უფრო მეტად ახსოვს საოცარი თავდამსხმელები – ზიკო, ფალკაო, სერეზო, სოკრატესი.“
მუნდიალი 1982
იტალია-ბრაზილია 3:2
გოლები: როსი (5, 25, 74), სოკრატესი (12), ფალკაო (68)
იტალია: ძოფი, კაბრინი, კოლოვატი (ბერგომი 34), ჯენტილე, შირეა, ანტონიონი, ორიალი, ტარდელი (მარინი), კონტი, გრაციანი, როსი.
ბრაზილია: ვალდირ პერესი, ლეანდრო, ოსკარი, ლუიზინიო, სერეზო, ჟუნიორი, სოცრატესი, ზიკო, ედერი, ფალკაო, სერჟინიო (პაულუ ისიდორო).