ისტორიული მატჩი | თასების მფლობელთა თასის ფინალი - „ბარსელონა“ ბელგიური „სტანდარდის“ წინააღმდეგ (ვიდეო)

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ახალი, საინტერესო რუბრიკაა – ლეგენდარული მატჩები. ამ გამოშვებაში გთავაზობთ 1982 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალურ მატჩს, რომელშიც ერთმანეთს „ბარსელონა“ და ბელგიური „სტანდარდი“ დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს“ ფინალამდე ცოტა დააკლდა – ნახევარფინალში „სტანდართან“ დამარცხდა (0:1, 0:2).

ფინალში კი, გაიმარჯვა „ბარსელონამ“ და მეორედ მოიპოვა თასების მფლობელთა თასი. 80-იან წლებში ეს კატალონიელთათვის დიდი მიღწევა იყო. მას მერე „ბარსამ“ კიდევ ორჯერ მოიგო თასების მფლობელთა თასი და ხუთჯერ – ჩემპიონთა ლიგა.