ისტორიული მატჩი | ნიკოლოზ დერიუგინისა და ვლადიმერ სტეფანიას დუეტი ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი გამორჩეული მატჩი აქვს გამართული, მათ შორის სამი ერთმანეთზე დასამახსოვრებელი შეხვედრა ისრაელთანაა:
2017 წელს ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე, თელ ავივში მასპინძელი გუნდი ოვერტიმში 104:91 დაამარცხა.
2018 წელს მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე ისრაელს კვლავ მისსავე მოედანზე სძლია – 85:80.
2019 წელს კი თბილისში, სპორტის სასახლის სავსე ტრიბუნების წინ გიორგი შერმადინის სირენასთან ერთად ჩაგდებული ორქულიანით საქართველომ ისრაელთან 71:69 გაიმარჯვა.
ამ ნაკრებთან ქართველებს მანამდე კიდევ ექვსი შეხვედრა აქვთ ჩატარებული, საიდანაც ორი ოფიციალურია და ორივე შემთხვევაში დამარცხდნენ.
თუმცა 1995 წლის 12 ნოემბერს ჩვენი ნაკრები თბილისში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. სწორედ ამ მატჩის ვიდეოკადრებს შემოგთავაზებთ. თამაშის საუკეთესო მომენტების პარალელურად საშუალება გაქვთ მოისმინოთ მთავარი მწვრთნელის ბესიკ ლიპარტელიანის ვრცელი კომენტარი.
ევრო-1997
შესარჩევი ეტაპი
12.11.1995
საქართველო-ისრაელი 84:89
44:38, 40:51
საქართველო: ვაშაკიძე (25წთ, 10ქ, 1მ, 1პ, 2ჩ), ბაქრაძე (3წთ, 6ქ, 1მ), სტეფანია (36წთ, 15ქ, 4მ, 1პ, 2ჩ), ტურაშვილი (13წთ, 2ჩ), სანაძე (27წთ, 15ქ, 1მ, 1პ), შენგელია (10წთ), დერიუგინი (26წთ, 8ქ, 3მ), ქარაბაკი (22წთ, 13ქ, 8მ, 2ჩ), ნაცვლიშვილი (18წთ, 10ქ, 3მ, 1პ, 1ჩ), ჩხეიძე (20წთ, 7ქ, 4მ)
სტატისტიკა
ორქულიანები – 18/31 (58.1%)
სამქულიანები – 8/14 (57.1%)
საჯარიმოები – 24/39 (61.5%)
მოხსნები – 25
პასები – 4
ჩაჭრები – 9