ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზაგალომ ბრაზილიის ნაკრები 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. 1998 წელს მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიელთა ეროვნული გუნდი ვიცე-ჩემპიონი გახდა – ფინალში 0:3 წააგო საფრანგეთის ნაკრებთან.
გარდა ამისა, ზაგალო არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1958, 1962) მოთამაშის რანგში.