ლედი აფრასიძე - ჩვენი ტირილის ხმა როცა იმატებდა, ტყვიებიც იმატებდა, შევძელით, აღარ გვეკივლა, სახლიდან ხმა როცა აღარ გადიოდა, სროლა შეწყდა, მათი მიზანი იყო, ცოცხალი არავინ გადარჩენილიყო
ლედი აფრასიძე - ჩვენი ტირილის ხმა როცა იმატებდა, ტყვიებიც იმატებდა, შევძელით, აღარ გვეკივლა, სახლიდან ხმა როცა აღარ გადიოდა, სროლა შეწყდა, მათი მიზანი იყო, ცოცხალი არავინ გადარჩენილიყო

ჩვენი ტირილის ხმა როცა იმატებდა, ტყვიებიც იმატებდა. მამაჩემმა გვითხრა, როგორმე თავი შეგვეკავებინა, რომ ჩვენი ხმა არ გასულიყო. ჩვენი ხმა სახლიდან როცა აღარ გადიოდა, ტყვიებმაც იკლო და ცოტა ხნის შემდეგ სროლა შეწყდა, – ამის შესახებ სვანეთში 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა, ლედი აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ლედი აფრასიძის თქმით, მათი მიზანი იყო, ცოცხალი არავინ გადარჩენილიყო.

„ვერც კი მივხვდით, რა ხდებოდა ჩვენს თავს, რადგან წარმოუდგენელი იყო ის, რაც მოხდა. ამ დროს, ცხადია, პატარა ბავშვები, მათ შორის, დედაჩემიც, ბებიაც ვტიროდით, ვკიოდით და ჩვენი ხმა გარეთ გადიოდა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ტირილის ხმა როცა იმატებდა, თუ უფრო მძაფრად გადიოდა გარეთ, ტყვიებიც იმატებდა. სროლა მატულობდა და უფრო ძლიერი ხდებოდა. ბოლოს მამაჩემმა გვითხრა, როგორმე თავი შეგვეკავებინა, ისე, რომ ჩვენი ხმა იქიდან არ გასულიყო. არ ვიცი, როგორ, მაგრამ შევძელით, აღარ გვეკივლა, აღარ გვეტირა. ამ დროს, როცა ჩვენი ხმა სახლიდან აღარ გადიოდა, ტყვიებმაც იკლო და ცოტა ხნის შემდეგ სროლა შეწყდა. მათი მიზანი იყო, ცოცხალი არავინ გადარჩენილიყო. როცა დარწმუნდნენ, რომ სახლიდან არავის ხმა აღარ გამოდიოდა, სროლაც მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ.