„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ვაჟს, ბრონის, რომელიც ახალ სეზონში ასევე „ლეიკერსში“ ითამაშებს, აკრძალული ექნება ვარჯიშებისა და თამაშების დროს ლეგენდას „მამა“ დაუძახოს.
„მას არ შეუძლია, მოედანზე „მამა“ დამიძახოს. როგორც კი არენიდან გავალთ და კარი დაიხურება, მე შემეძლება, ისევ გავხდე „მამა“.
მანქანაში, როცა ჩვენ ერთად ვმგზავრობთ ან სახლში მე მისი მამა ვიქნები. მოედანზე კი მან უნდა დამიძახოს „ბრონი“ ან GOAT, თუ მას ასე ურჩევნია… მისი მხრიდან ეს არც ისე რთული იქნება, რადგან უკვე მრავალი წელია, სახელით მომმართავს”, – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.