ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა „ოლ სტარის“ შემადგენლობები შეადგინეს #1TVSPORT
„ყველა ვარსკვლავის მატჩში“ დასავლეთი და აღმოსავლეთი გუნდების კაპიტნებმა ლებრონ ჯეიმსმა (ლეიკერსი) და კევინ დურანტმა (ბრუკლინი) დრაფტის მეშვეობით დააკომპლექტეს შემადგენლობები.
ჯეიმსის გუნდი
სასტარტოები – ლებრონ ჯეიმსი, იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი), სტეფენ კარი (გოლდენ ატეიტი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი), დემარ დეროზანი (ჩიკაგო).
სათადარიგოები – ლუკა დონჩიჩი (დალასი), დარიუს გარლანდი (კლივლენდი), კრის პოლი (ფინიქსი), ჯიმი ბატლერი (მაიამი), დონოვან მიტჩელი (იუტა), ფრედ ვანვლიტი (ტორონტო), ჯეიმს ჰარდენი (ფილადელფია).
დურანტის გუნდი
სასტარტოები – ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), ჯა მორანტი (მემფისი), ტრეი იანგი (ატლანტა), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), ენდრიუ უიგინსი (გოლდენ სტეიტი).
სათადარიგოები – დევინ ბუკერი (ფინიქსი), კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა), ზაკ ლავინი (ჩიკაგო), დეჯონტე მიურეი (სან ანტონიო), კრის მიდლტონი (მილუოკი), ლამელო ბოლი (შარლოტი), რუდი გობერი (იუტა).
„ყველა ვარსკვლავის მატჩი“ კლივლენდში 20 თებერვალს გაიმართება.