პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის MVP გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. მან ზაფხულის თამაშები საშუალოდ 14.2 ქულით, 6.8 მოხსნით, 8.5 შედეგიანი გადაცემითა და 1.3 ჩაჭრით დაასრულა.
39 წლის ჯეიმსი პირველი კალათბურთელია ოლიმპიადების ისტორიაში, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა თავის გუნდში მოხსნებითა და შედეგიანი გადაცემებით ლიდერის რანგში.
საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დასახელდა საფრანგეთის ნაკრების ცენტრი ვიქტორ ვემბანიამა.