ლებრონ ჯეიმსი - დონალდ ტრამპი სპორტს ამერიკელთა გასახლეჩად იყენებს
ლებრონ ჯეიმსი - დონალდ ტრამპი სპორტს ამერიკელთა გასახლეჩად იყენებს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპორტს იყენებს იმისთვის, რათა ამერიკელთა რიგები გახლიჩოს.

კალათბურთელს მიაჩნია, რომ სპორტის მიზანი – სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა გაერთიანებაა –

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევამჩნიე, რომ ის სპორტს ჩვენი დანაწევრებისთვის იყენებს, – მოჰყავს ჯეიმსის სიტყვები CNN-ს. – მე ეს არ მესმის. არ შემიძლია ამაზე ყურადღება არ გავამახვილო და დუმილი შევინარჩუნო.

როცა სპორტს დავუკავშირე ცხოვრება, პირველად აღმოვჩნდი თეთრების გვერდით. პირველად გამიჩნდა მათი გაცნობისა და უკეთ შესწავლის შესაძლებლობა. კარგი მეგობრები გავხდით. მაშინ გავიფიქრე, რომ ეს სპორტის წყალობით მოხდა“.