ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოქმედი ჩემპიონი „ბოსტონ სელტიქსი“ გასაყიდად გაიტანეს.
იმის გამო, რომ კლუბის გაყიდვა ორეტაპიანი პროცესია, 49 პროცენტი ვერ გაიყიდება 2028 წლამდე.
როგორც გაზეთი NY Post-ი წერს, ლეგენდარული გუნდის შეძენაზე ერთ-ერთი პრეტენდენტია საინვესტიციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან Fenway Sports Group-ი (ფლობს ბეისბოლის კლუბს „ბოსტონ რედ სოქსს“), RedBird Capital-ი და „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი.
ამ მომენტისთვის კალათბურთელი ვერ მიიღებს მონაწილეობას გარიგებაში, მაგრამ მზად იქნება, ჩაებას პროცესში მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, როცა გაყიდვა ბოლო ეტაპზე იქნება.