ლებრონ და ბრონი ჯეიმსები პირველი მამა-შვილი გახდა ლიგის ისტორიაში [ვიდეო] #1TVSPORT
ლებრონ და ბრონი ჯეიმსები პირველი მამა-შვილი გახდა ლიგის ისტორიაში [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სეზონი ორი მატჩით გაიხსნა. პირველ დღეს ისტორიული მომენტი დაფიქსირდა.

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელები – ლებრონ და ბრონი ჯეიმსები გახდნენ პირველი მამა-შვილი ლიგის ისტორიაში, რომლებმაც ერთმანეთს გვერდიგვერდ ითამაშეს. დებიუტი შედგა „მინესოტასთან“ საშინაო შეხვედრაში.

NBA-ის ოთხგზის MVP და მისი 20 წლის ვაჟი, რომელიც 2024 წლის დრაფტზე 55-ე ნომრად აირჩიეს, ერთად გავიდნენ მოედანზე მეორე მეოთხედში.

ბრონი ჯეიმსმა 2 წუთი და 41 წამი ითამაშა და ერთი მოხსნა აიღო. თამაშიდან ორჯერ ესროლა და ორივე ააცილა. უფროსი ჯეიმსის მონაგარი 35 წუთში იყო 16 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.

„ლეიკერსმა“ 110:103 დაამარცხა „მინესოტა“.