ლეანდრო რიბეირო კვლავ გორის „დილაში“ ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნული ლიგის შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, ლეანდრო რიბეიროს „დილაში“ დაბრუნება გუნდს უდავოდ გააძლიერებს.
ბრაზილიელი ფლანგის შემტევი გორის კლუბში 2017 წლის დასაწყისშიც გამოდიოდა: მან 18 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და გულშემატკივრებს თავი მშვენიერი თამაშით დაამახსოვრა.
ბრაზილიელი ფლანგის შემტევი ზაფხულში ისრაელში წავიდა, სადაც ნეთანიას „მაკაბიში“ გამოდიოდა.