ლეანდრო რიბეირო „დილაში“ დაბრუნდა

22:08, 26.03.2018

ლეანდრო რიბეირო კვლავ გორის „დილაში“ ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ეროვნული ლიგის შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, ლეანდრო რიბეიროს „დილაში“ დაბრუნება გუნდს უდავოდ გააძლიერებს.

ბრაზილიელი ფლანგის შემტევი გორის კლუბში 2017 წლის დასაწყისშიც გამოდიოდა: მან 18 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და გულშემატკივრებს თავი მშვენიერი თამაშით დაამახსოვრა.

ბრაზილიელი ფლანგის შემტევი ზაფხულში ისრაელში წავიდა, სადაც ნეთანიას „მაკაბიში“ გამოდიოდა.

მსგავსი