Le Parisien-ის ინფორმაციით, ჯანლუიჯი დონარუმამ, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვოს #1TVSPORT
Le Parisien-ის ინფორმაციით, ჯანლუიჯი დონარუმამ, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვოს #1TVSPORT

ჯანლუიჯი დონარუმასა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა, რაც იტალიელი მეკარის მომავალს პარიზულ გრანდში საფრთხეს უქმნის.

ფრანგული გამოცემის, Le Parisien-ის ცნობით, პსჟ-მა 25 წლის მეკარეს საკუთარი პოზიცია გააცნო – თუ დონარუმა ახალი კონტრაქტის პირობებს არ დათანხმდება, მას კლუბის დატოვება ზაფხულში მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები ფეხბურთელს წლიურად 10 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა დონარუმას წარმომადგენლებმა შეთავაზებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. კლუბმა ეს ინიციატივა არ მიიღო, რის შემდეგაც მხარეებს შორის მოლაპარაკებები პრაქტიკულად ჩიხში შევიდა.

შეგახსენებთ, იტალიელი პარიზელებს 2021 წელს შეუერთდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.