ლაუტარო მარტინესმა დაადასტურა, რომ კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ლაუტარო მარტინესმა დაადასტურა, რომ კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს #1TVSPORT

„ინტერის“ ფორვარდმა დაადასტურა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიურ კლუბის დატოვებას არ გეგმავს. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლაუტარო მარტინესი „ინტერიდან“ წასვლას და კარიერის „ტოტენჰემში“ გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ არგენტინელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კლუბში რჩება.

მარტინესის კონტრაქტი მილანურ გუნდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება. „ინტერის“ არგენტინელ ლეგიონერს Transfermarkt 70 მილიონ ევროდ აფასებს.

გასულ სეზონში ლაუტარო მარტინესმა „ინტერის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასულა.