ლაუტარო მარტინესის აგენტი - ის მსოფლიო ჩემპიონატზე ინექციებით თამაშობს #1TVSPORT
ლაუტარო მარტინესის აგენტი - ის მსოფლიო ჩემპიონატზე ინექციებით თამაშობს #1TVSPORT

„ინტერისა“ არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის აგენტმა ალეხანდრო კამაჩომ განაცხადა, რომ მისი კლიენტი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შთამბეჭდავად იმიტომ ვერ გამოიყურება, რომ ინექციებით თამაშობს.

მარტინესს ჯერ არ გაუტანია გოლი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და არგენტინის ბოლო ორ მატჩში მოედანზე სულ 30 წუთი გაატარა.

„ლაუტაროს გაუკეთეს ინექციები, რადგან მას ტერფის ძლიერი ტკივილი ჰქონდა. ის ბევრს მუშაობს ამ ტკივილისგან თავის დასაღწევად და როგორც კი ეს მოხდება, ის მოედანზე „გაფრინდება“, რადგან მიმაჩნია, რომ მარტინესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მისთვის მძიმე გადასატანი იყო, რომ მისი გოლები საუდის არაბეთთან არ ჩაითვალა, მაგრამ ის ძალიან ძლიერია სულით და მჯერა, თავს გამოავლენს“, – განუცხადა კამაჩომ რადიო La Red-ს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.