ლაური მარკანენი რეგულარულში წელს აღარ გამოჩნდება
ლაური მარკანენი რეგულარულში წელს აღარ გამოჩნდება

შეიძლება ითქვას, რომ ჩიკაგო ბულსი უკვე მომდევნო სეზონისთვის ემზადება.

გუნდისთვის 2018-2019 წლები საკმაოდ არასტაბილური გამოდგა – აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 55 მარცხით მე-13 ადგილზე იმყოფება. უკვე რამდენიმე ტურია, ჩიკაგოს ვერ ეხმარება გუნდის ამ ფორმაციის ლიდერი ზაკ ლევინი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. ასევე საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა ბულსის კიდევ ერთ წამყვან ფიგურას – ახალგაზრდა ლაური მარკანენს.

ფინელმა ფორვარდმა იდაყვის ტრავმის გამო სეზონის პირველი ნაწილი თითქმის მთლიანად გამოტოვა. ატლეტიკსის (The Athetics) ჟურნალისტი შემს ჩარანია აცხადებს, რომ მარკანენი რეგულარულის დარჩენილ ექვს შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ფინელმა წელს 52 მატჩში ითამაშა და საშუალოდ 18.7 ქულას და ცხრა მოხსნას აგროვებდა. სამქულიანი დისტანციიდან ის 36.1 პროცენტით ესვრის.