ლაური მარკანენი რეგულარულში წელს აღარ გამოჩნდება
CHICAGO, ILLINOIS - MARCH 23: Lauri Markkanen #24 of the Chicago Bulls dribbles the ball while being guarded by Derrick Favors #15 of the Utah Jazz in the third quarter at the United Center on March 23, 2019 in Chicago, Illinois. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Dylan Buell/Getty Images)
შეიძლება ითქვას, რომ ჩიკაგო ბულსი უკვე მომდევნო სეზონისთვის ემზადება.
გუნდისთვის 2018-2019 წლები საკმაოდ არასტაბილური გამოდგა – აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 55 მარცხით მე-13 ადგილზე იმყოფება. უკვე რამდენიმე ტურია, ჩიკაგოს ვერ ეხმარება გუნდის ამ ფორმაციის ლიდერი ზაკ ლევინი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. ასევე საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა ბულსის კიდევ ერთ წამყვან ფიგურას – ახალგაზრდა ლაური მარკანენს.
ფინელმა ფორვარდმა იდაყვის ტრავმის გამო სეზონის პირველი ნაწილი თითქმის მთლიანად გამოტოვა. ატლეტიკსის (The Athetics) ჟურნალისტი შემს ჩარანია აცხადებს, რომ მარკანენი რეგულარულის დარჩენილ ექვს შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ფინელმა წელს 52 მატჩში ითამაშა და საშუალოდ 18.7 ქულას და ცხრა მოხსნას აგროვებდა. სამქულიანი დისტანციიდან ის 36.1 პროცენტით ესვრის.
The Bulls are shutting down forward Lauri Markkanen for remainder of season, league sources tell @TheAthleticNBA @Stadium. Markkanen dealt with fatigue in Tuesday’s game in Toronto.
— Shams Charania (@ShamsCharania) March 28, 2019