ლატვიური გუნდიდან „საბურთალოში“ - თბილისელებმა შეკრებამდე სილაგაძე დაიმატეს #1TVSPORT
ლატვიური გუნდიდან „საბურთალოში“ - თბილისელებმა შეკრებამდე სილაგაძე დაიმატეს #1TVSPORT

ლუკა სილაგაძე კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს – 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „საბურთალოში“ დაუდასტურეს.

სილაგაძემ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და მასთან ერთად თურქულ შეკრებაზე მოემზადება. მან კარიერა „ლოკომოტივში“ დაიწყო, გამოდიოდა „რუსთავში“, ხოლო 2020 წლიდან უცხოეთში წავიდა და „ვალმიერაში“ ჩაირიცხა.

თბილისელთა ახალწვეული იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი. ლატვიურ კლუბში სილაგაძეს თამაზ პერტია ავარჯიშებდა – 48 წლის ქართველი სპეციალისტი, ბოლო წლების ლატვიური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი.

„საბურთალომ“ სილაგაძემდე სხვა მოთამაშეებიც დაიმატა – ზაზა ციცქიშვილი, ივა გელაშვილი, შეიკნე სილა; ცოტნე კაპანაძე „თელავიდან“ დაიბრუნა, ხოლო 19-წლამდელთა გუნდიდან ნიჭიერი ნახევარმცველი ნიკა დადიანი დააწინაურეს.

„საბურთალო“ 25 თებერვალს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც სამი კვირის განმავლობაში მოემზადება და ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეგახსენებთ, რომ გუნდი ახალი სეზონისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით ემზადება.