ლატვიის საკანონმდებლო ორგანოს წევრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ლატვიის საკანონმდებლო ორგანოს წევრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ულოცავენ.

ვიდეომიმართვაში ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და დარგობრივი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები მოქალაქეებს ქართულ ენაზე მიმართავენ. ისინი პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპული გზაზე წარმატებებს უსურვებენ, ასევე უსურვებენ კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

„საქართველო, ლატვია შენს გვერდითაა“, – ნათქვამია ლატვიელი დეპუტატების ვიდეომილოცვაში.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.