ლატვიის საგარეო უწყება – ვუსამძიმრებთ შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედი გვაქვს

16:27, 04.08.2023

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედს გამოთქვამს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს.

„ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ შოვში ტრაგიკული მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ჩვენ ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედი გვაქვს“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

მსგავსი