ლატვიის საგარეო უწყება – ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით ულოცავს.
როგორც მისალოც ტექსტშია აღნიშნული, ლატვია საქართველოს უსურვებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
„გულითადად ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ტექსტში.
Warmest greetings to the people of #Georgia on Independence Day. Best wishes for peace, security and prosperity! 🇬🇪 pic.twitter.com/fmWtMsBzdj
— Latvian MFA 🇱🇻 | #StandWithUkraine 🇺🇦 (@Latvian_MFA) May 26, 2022