ლატვიის საგარეო უწყება - მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო შესწორებების მიღებას, ეს არის მორიგი ნაბიჯი კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ
ლატვიის საგარეო უწყება - მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო შესწორებების მიღებას, ეს არის მორიგი ნაბიჯი კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო შესწორებების დამტკიცებას.

შესაბამისი განცხადება ლატვიის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

უწყება საარჩევნო რეფორმის დამტკიცებას კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ 29 ივნისს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო შესწორებების მიღებას. ეს არის მორიგი ნაბიჯი კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ. ველოდებით საქართველოში შემოდგომით თავისუფლი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.