ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკომისიამ გააკეთა შეფასება და თქვა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ევროპაში უნდა შევთანხმდეთ ამ პროცესის დასაწყებად
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკომისიამ გააკეთა შეფასება და თქვა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ევროპაში უნდა შევთანხმდეთ ამ პროცესის დასაწყებად

ევროკომისიამ გააკეთა შეფასება და თქვა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშანის კარინშმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში უნდა შეთანხმდნენ ამ პროცესის დასაწყებად.

ამასთან, როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დღეს დგას ორი მთავარი საკითხი, ერთი – ევროკავშირის სანდოობა, მეორე კი – რუსეთის ანგარიშვალდებულება.

„რაც შეეხება ევროკავშირს და სანდოობას, ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანება. ევროკომისიამ გააკეთა შეფასება და თქვა, რომ ეს ქვეყნები მზად არიან მოლაპარაკების დასაწყებად და საქართველო მზად არის, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პროცესი უნდა გავიაროთ და ევროპაში უნდა შევთანხმდეთ ამ პროცესის დასაწყებად. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სანდოობისთვის. მეორე არის უკრაინისთვის შეპირებული ფული – 50 მილიარდი ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ დაპირებას მივყვეთ და შევასრულოთ. ეს მნიშვნელოვანია ევროპისთვის და მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. რაც შეეხება რუსეთის ანგარიშვალდებულებას, მნიშვნელოვანია, რომ წინ წავიწიოთ საერთაშორისო ტრიბუნალის შესაქმნელად, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. ასევე მნიშვნელოვანია სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმება“, – განაცხადა კრიშანის კარინშმა.