ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ბაიბა ბრაჟემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკის პერსონა ნონ გრატათა სიაში, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად. ლატვიაში ფიზიკურ პირთა შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.
⛔️ Esmu pieņēmusi lēmumu Latvijas Republikai nevēlamo personu sarakstā iekļaut vēl 13 Gruzijas pilsoņus, atbilstoši Imigrācijas likuma 61. panta otrajai daļai.
Liegums ieceļot Latvijā personām ir noteikts uz nenoteiktu laiku.
— Baiba Braže (@Braze_Baiba) December 20, 2024