ლატვიის პრეზიდენტი მოუწოდებს ბაიდენს, პუტინთან შეხვედრაზე ხისტად იმოქმედოს
ლატვიის პრეზიდენტი მოუწოდებს ბაიდენს, პუტინთან შეხვედრაზე ხისტად იმოქმედოს

ლატვიის პრეზიდენტი მოუწოდებს ბაიდენს, პუტინთან შეხვედრაზე ხისტად იმოქმედოს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა „პოლიტიკოავრცელებს. ეგილს ლევიტსმა მოუწოდა ამერიკელ კოლეგას, „მკაფიოდ დაანახოს პუტინს, რომ აშშ მზადაა, პასუხი გასცეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე“.

ლატვიის პრეზიდენტის თქმით, ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს უნდა აჩვენოს, რომ „აშშ ძლიერია და ნატო-სთან ერთად გაცილებით მეტი სამხედრო შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ეს რუსეთს გააჩნია“.

ამასთან, ლატვიის ლიდერი ამბობს, რომ ბაიდენმა უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ აშშ-ს აქვს ნება, ეს სამხედრო ძლიერება გამოიყენოს და შეაჩეროს რუსეთის აგრესია.

„პრეზიდენტი ბაიდენი ძალიან გამოცდილია. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია უთხრას პუტინს გაჩერდი, არც ერთი ნაბიჯი წინ“, – განაცხადა ლევიტსმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, დღეს ჟენევაში გაიმართება.