ლატვიის პრეზიდენტი - ევროპის ქვეყნები რუსეთის შესაკავებლად უნდა გაერთიანდნენ
ლატვიის პრეზიდენტი - ევროპის ქვეყნები რუსეთის შესაკავებლად უნდა გაერთიანდნენ

ევროპის ქვეყნები რუსეთის შესაკავებლად უნდა გაერთიანდნენ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რაიომონდ ვეიონისის თქმით, გეოპოლიტიკური ამოცანების მისაღწევად, ბოლო დროს რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას ატარებს და კონტინენტის რომელიმე სახელმწიფოს შესაძლოა, თავს დაესხას.

„ჩვენ მეზობლები ვართ და ვიზიარებთ საერთო ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა მეორე მხრივ, ფხიზლად უნდა ვიყოთ. ჩვენ საიმედო შემაკავებელი ფაქტორი გვჭირდება“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ვეიონისმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს ლატვიაში მცხოვრებ რუსებზე ძლიერი გავლენა აქვს და ზოგიერთი მათგანი რუსული სკოლების ლატვიურ ენაზე გადასვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობს.

ლატვიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ და მას გეოპოლიტიკური პროექტი უწოდა.