ლატვიის პრემიერი - მნიშვნელოვანია, ევროპამ გაზარდოს სამხედრო ხარჯები, სიძლიერის გარეშე ვერ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეთავაზება კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია
ლატვიის პრემიერი - მნიშვნელოვანია, ევროპამ გაზარდოს სამხედრო ხარჯები, სიძლიერის გარეშე ვერ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეთავაზება კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია

მოხარული ვარ, რომ ევროკომისიამ წარმოადგინა ხუთი პუნქტი თავდაცვითი ხარჯებისთვის, რადგან ლატვია ასეთ გადაწყვეტილებას, უკვე დიდი ხანია, ითხოვდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მას ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25 პროცენტს ვაძლევთ, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილნამ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მეტი მოქნილობა საბიუჯეტო ხარჯებსა და თავდაცვის საკითხებში. ლატვიის პრემიერის განმარტებით, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეთავაზება კარგია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, ერთობლივად ვიმოქმედოთ და ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ინდუსტრია; გავაგზავნოთ ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ ვხედავთ სამხედრო ინდუსტრიას ჩვენი ეკონომიკის შემადგენელ ნაწილად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გაზარდოს სამხედრო ხარჯები და მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი არის მინიმალური მაჩვენებელი, რადგან ჩვენ, ლატვიელები, ვხარჯავთ 3,45%-ს და მთელ ევროპაში ვითარება, შესაძლოა, ასეთივე არ არის. ჩვენ გვესაჭიროება მეტი მოქნილობა საბიუჯეტო ხარჯებსა და თავდაცვის საკითხებში, რადგან ვხედავთ კარგ შეთავაზებას ურსულა ფონ დერ ლაიენისგან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ჩვენ გვჭირდება მეტი ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ ვხედვათ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა უკრაინისთვის მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ ძალის გზით. სიძლიერის გარეშე ვერ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა. ყველა ევროპელისთვის კარგია, თუ მშვიდობა იქნება გრძელვადიანი და არა მხოლოდ მცირე ხნით. სიძლიერის გარეშე უკრაინას აიძულებენ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, და ყველა ევროპელი ვხვდებით, რას ნიშნავს ეს, თუ რუსეთი უბრალოდ მოახდენს გადაიარაღებას და შემდეგ რამდენიმე წელიწადში, შეეძლება, სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გაილაშქროს“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.