ლატვიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი არ უნდა ისწრაფოდეს რუსეთთან დიალოგისკენ, ვიდრე კრემლის პოლიტიკა არ შეიცვლება
ლატვიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი არ უნდა ისწრაფოდეს რუსეთთან დიალოგისკენ, ვიდრე კრემლის პოლიტიკა არ შეიცვლება

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინსი მიიჩნევს, რომ ევოკავშირი არ უნდა ისწრაფოდეს რუსეთთან დიალოგისკენ, ვიდრე კრემლის პოლიტიკა არ შეიცვლება.

ამის შესახებ ლატვიის ლიდერმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„დიალოგი უნდა შედგეს რუსეთისთვის გარკვეული საფასურის საფუძველზე. ამჟამად, თუ ის გაიმართება, როგორც ეს შეთავაზებულია, ნიშნავს, რომ რუსეთი ახდენს ყირიმის ანექსიას, აღვივებს ომს დონბასში, ევროკავშირი კი მხრებს იჩეჩავს და განაგრძობს დიალოგისკენ სწრაფვას“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ მინისტრმა.

კრიშიანის კარინსის თქმით, რუსეთს ესმის ძალის პოლიტიკა, კრემლი არ მიიჩნევს ნებაყოფლობით დათმობებს სიძლიერის ნიშნად.

რუსეთთან ურთიერთობები ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, გერმანია და საფრანგეთი რუსეთ-ევროკავშირის სამიტის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ.