ლატვიის პრემიერ-მინისტრი „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ზომების გამკაცრების ინიციტიავით გამოდის
ლატვიის პრემიერ-მინისტრი „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ზომების გამკაცრების ინიციტიავით გამოდის

ლატვიის პრემიერ-მინისტრი, კრიშიანის კარინიში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო ქვეყანაში ზომების გამკაცრების ინიციტიავით გამოდის.

„მეგობრებო, ცუდი სიტუაცია გვაქვს. უკვე მერვე კვირაა, ვაკვირდებით, როგორ იზრდება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ლატვიას ასეთი კრიზისი არ ახსოვს. კარინიშმა მოსახლეობას მოუწოდა, აუცილებლად დაიცვან სოციალური დისტანცია, გარდა სახლისა, ყველგან ატარონ პირბადე და ხშირად დაიბანონ ხელები.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ლატვიაში „კოვიდ-19“-ის 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდამ ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა. გასულ კვირას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო ქვეყნის 12 რეგიონში კარანტინი დაწესდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლატვიაში კორონავირუსის 16 975  შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 197 ადამიანი გარდაიცვალა.