ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში აგვისტოს ომის ამსახველი გამოფენა გაიხსნა

21:44, 06.08.2021

ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში აგვისტოს 5-დღიანი ომის ამსახველი გამოფენა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიაში საქართველოს ელჩი, თეა მაისურაძე ავრცელებს.

„7 აგვისტოს აღინიშნება საქართველოში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 13 წელი. წლების შემდეგ, ამას მოჰყვა რუსეთის მსგავსი აგრესიული სცენარი უკრაინაში. ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში აგვისტოს 5- დღიანი ომის ამსახველი გამოფენა გაიხსნა“, – წერს ლატვიაში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მსგავსი