ლატვიის მთავრობა საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყოფას გეგმავს
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ლატვიის მთავრობა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუყოფს.
ამის შესახებ მან „ტვიტერის“ მიკრობლოგზე დაწერა.
„ლატვიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოს საქართველო, მოლდოვა, ჩერნოგორია, ალბანეთი და კენია. ჩვენ ამ პანდემიას ერთიანი ძალისხმევით და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით დავძლევთ“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.
Government of #Latvia decided to provide #Covid19 vaccines to #Georgia #Moldova #Montenegro #Albania #Kenya. We can win fight against this pandemic together and in full solidarity with each other
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) July 6, 2021