ლატვიის ჰოკეის კლუბს ქართველებთან შეხვედრა სურს
ლატვიის ჰოკეის კლუბს ქართველებთან შეხვედრა სურს

ლატვიის ორგზის ჩემპიონი ჰოკეიში „კურბადსი“ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრას გეგმავს. ეს კლუბის პრეზიდენტმა ანდრეის პიკანსმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.

„საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის გამართვა ჩვენი იდეაა. ვიცი, რომ ახლა თქვენი ნაკრები საუდის არაბეთის ჩემპიონატში გამოდის, სადაც საკმაოდ მაღალი დონეა და მიმაჩნია, რომ ჩვენი შეხვედრა ორივეს წაგვადგება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ანდრეის პიკანსი.

საინტერესოა, რომ „კურბადსის“ პრეზიდენტი პროფესიით რეჟისორია და საქართველოზე ფილმი აქვს გადაღებული – „საქართველო – გზა თავისუფლებისკენ“.

„ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მივულოცავ. თქვენი ქვეყანა წარმატებას და წინსვლას იმსახურებს“, – აცხადებს ანდრეის პიკანსი.