ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე 16 რუსულენოვანი არხის მაუწყებლობა აკრძალა
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე 16 რუსულენოვანი არხის მაუწყებლობა აკრძალა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე 16 რუსულენოვანი არხის მაუწყებლობა აკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინში მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.

ლატვიაში აკრძალულ არხებს შორისაა „რენტივი ბალტიკი“, „ენტევე მირ ბალტიკი“, „ენტევე სერილია“, „ენტევე სტილი“. მანამდე ლატვიის ელქტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ქვეყანაში „რასია ერტეერის“ მაუწყებლობა აკრძალა.

ასევე SIA TEM LV-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან მას აღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლება აღარ აქვს. ანალოგიური ინფორმაცია სხვა საკაბელო ოპერატორებმაც წარადგინეს.

გადაწყვეტილება ძალაში სრულად 10 თებერვალს შევა.