ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ მეცამეტე მოწვევის პარლამენტში რეკორდულად ბევრი ქალი იმუშავებს
ლატვიის მეცამეტე მოწვევის პარლამენტში რეკორდულად ბევრი ქალბატონი იმუშავებს. ინფომრაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
სეიმის ახალ შემადგენლობაში 31 ქალი და 69 კაცი იქნება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მეტი, 21 ქალი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში მუშაობდა, ყველაზე ცოტა – 8 კი, მეექვსე მოწვევის პარლამენტში.
მეცამეტე მოწვევის პარლამენტში საშუალო ასაკი 43 წელია. ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი 27 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი, 77 – ის.
დეპუტატების 96 პრცენტს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ოთხ პროცეტს საშუალო. 52 პროცენტი დაოჯახებულია, ხუთი პროცენტი მარტოხელაა, ორი პროცენტი კი, განქორწინებულია.
დეპუტატების 72 პროცენტი ლატვიელია, ოთხი რუსი.
მეცამეტე მოწვევეის პარლამენტში ერთი ამერიკის მოქალაქეა, ერთი კი, კანადის .