ლატვიაში ტელეარხ „რასია ერ-ტე-ერის“ მაუწყებლობა შეწყვიტეს
ლატვიაში ტელეარხ „რასია ერ-ტე-ერის“ მაუწყებლობა შეწყვიტეს

ლატვიაში ტელეარხის, „რასია ერ-ტე-ერის“ მაუწყებლობა შეწყვიტეს. გვიან ღამით ძალაში შევიდა ტელეარხის რეტრანსლირების აკრძალვა და „როსია ერ-ტე-ერი“ საკაბელო ქსელებისთვის მიუწვდომელი გახდა.

რიგის სატელევიზიო ოპერატორის, „ბალტიკომის“ პაკეტში „რასია ერ-ტე-ერის“ არჩევისას გამოჩნდა შეტყობინება, რომ აღნიშნული არხის მაუწყებლობა ქვეყანაში ერთი წლით შეჩერდა და მას ტელეარხი „1+2“ ჩაანაცვლებს.

ლატვიის საკაბელო ოპერატორმა, „ტეტმა“ პირველი თებერვლიდან რუსული უმსხვილესი ტელეარხების, „ენტევე მირის“, „რენ ტივი ბალტიის“, „კინოკომედიას“ და კინომიქსის“ გადაცემა შეწყვიტა.