ლატვიაში ოთხკვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა
ლატვიაში ოთხკვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა

ლატვიის ხელისუფლება 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ე.წ. ლოკდაუნი გამოაცხადა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ლატვიაში, რომელიც ევროკავშირში კორონავირუსზე ვაქცინაცინირებულთა რაოდენობით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდაა.

„ჩვენ ჯანდაცვის სისტემა საფრთხეშია. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან ვაქცინაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ. ამასთან, პრემიერმა ვაქცინირებულ მოქალაქეებს ლოკდაუნის გამოცხადების გამო ბოდიში მოუხადა.

21 ნოემბრიდან ოთხი კვირით დაიხურება არასასურსათო მაღაზიები, რესტორნები, სკოლები და გასართობი დაწესებულებები. საღამოს 08:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე კი კომენდანტის საათი იმოქმედებს.

პრემიერ-მინისტრმა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა ვაქცინაციის დაბალ ტემპს დაუკავშირა. „როიტერის“ ცნობით, ლატვიაში სრულად ვაქცნირებულია ზრდასრულთა 54% მაშინ, როდესაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 74%-ია.