ლატვიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გახანგრძლივდა
ლატვიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გახანგრძლივდა

ლატვიაში „კოვიდ-19“იის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გახანგრძლივდა. ასევე, ახალი ზომების მიხედვით, აუცილებელი ხდება პირბადის ტარება ყველგან, გარდა სახლისა. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

ასევე, ლატვია უბრუნდება პრინციპს „ორი ადამიანი, ორ მეტრიანი დისტანცია“, რომელიც გაზაფხულზე მოქმედებდა. ამ წესის მიხედვით, ოჯახის წევრების გარდა, ყველა სხვა ადამიანთან შეხვედრის დროს აუცილებელია ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა.

ახალი ზომების მიხედვით, უქმეებზე ქვეყნის მაშტაბით მხოლოდ სასურსათო და ჰიგიენის მაღაზიები, ასევე აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები იმუშავებენ.

კვირის დღეების განმავლობაში, მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შენობაში მომხმარებელთა რაოდენობის მხოლოდ 20 პროცენტი დაუშვან. ყველა მაღაზია, რომლის ფართობიც არ აღემატება 25 კვადრატულ მეტრს, უფლება აქვს მხოლოდ ერთ მომხარებელს მოემსახუროს.

7 დეკემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა განახევრდება. ასევე, წესების დაცვით მუშაობის განახლების უფლება აქვთ სილამაზის სალონებს.

ამასთან, შეზღუდვა შეეხება ყველა გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებას და დღის სტაციონარს. შეზღუდვები არ შეეხება ამბულატორიულ მომსახურებას.

ასევე, კონტროლი გამკაცრდება საზღვრებზე. ქვეყანაში შესვლის მსურველები ვალდებული იქნებიან ონლაინაპლიკაციის ფორმა შეავსონ და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.