ლატვიაში, ერთ-ერთ სანაპიროზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილი აღმოაჩინეს
ლატვიის დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სანაპიროზე „გერბერას“ ტიპის რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ლატვიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სანაპიროზე დრონის უკანა ნაწილის ფრაგმენტი იპოვეს. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტში ასაფეთქებელი მასალა არ იყო მოთავსებული.
მომხდარს ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოებისთვის სპეციალური სენსორების დაყენება.
„დავავალე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, დაუკავშირდნენ კოლეგებს პოლონეთში, რათა გაარკვიონ, ჰგავს თუ არა ეს უპილოტო საფრენი აპარატი იმას, რაც გასულ კვირას პოლონეთში იპოვეს“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ.
Šodien Ventspils novada Varves pagasta pludmalē atrasta no jūras izskalota drona astes atlūza. Uz notikuma vietu dodas NBS Nesprāgušas munīcijas neitralizēšanas grupa, lai veiktu atrastā objekta analīzi. pic.twitter.com/CnRkNsdpQv
— NBS (@Latvijas_armija) September 18, 2025