ლატვიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 695 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი
ლატვიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 695 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი

ლატვიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 695 შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ოთხი ადამიანი დაიღუპა. როგორც გამოცემა „დელფი“ წერს, ახალი შემთხვევებიდან 1 328 ადამიანი აცრილი არ იყო.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ლატვიაში „კოვიდ-19“-ის 168 248 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 787 ადამიანი.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხს განიხილავს. შეზღუდვების უმეტესობა სავარაუდოდ იმ ადამიანებზე გავრცელდება, რომლებსაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვთ.

ახალი შეზღუდვები არ შეეხება სასწავლო პროცესს, თუმცა სკოლებში მოსწავლეებს ნიღბის ტარება მოუწევთ. ქვეყნის კრიზისების მართვის საბჭო საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხსაც განიხილავს.