ლატვიაში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების შესახებ ნატო-ს ინიციატივისთვის, სულ მცირე, ორ მილიონ ევროს გამოყოფენ

00:33, 13.08.2025

ლატვიაში აცხადებენ, რომ შეუერთდებიან ნატო-ს ინიციატივას უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების შესახებ და ამისთვის,  სულ მცირე, ორ მილიონ ევროს გამოყოფენ.

ნატო-ს ინიციატივაში მონაწილეობის საკითხი ლატვიის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ გაცხადა, რომ ლატვია შეუერთდება უკრაინის დახმარების გეგმას.

„ფინანსური წვლილის ოდენობა დაზუსტდება, თუმცა ეს იქნება, სულ მცირე, ორი მილიონი ევრო“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-მა და ნატო-მ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ახალი მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც ალიანსის წევრების მიერ გაღებული თანხებით ფინანსდება.

მსგავსი