ლატვიამ, შესაძლოა, უარი თქვას ბელარუსთან ერთად ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე
ლატვიამ, შესაძლოა, უარი თქვას ბელარუსთან ერთად ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე

ლატვიის პრემიერმინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, უარი განაცხადოს ჰოკეიში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის ბელარუსთან ერთად ორგანიზებაზე.

„ამ მომენტისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ბელარუსში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, შევძლებთ ერთობლივად ჩემპიონატის ჩატარებას“, – განაცხადა კარინშმა.

მთავრობის მეთაურს არ დაუზუსტებია, ბელარუსის მხრიდან მასპინძლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეინარჩუნებს თუ არა ლატვია მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსს.

მომავალ წელს ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატი 21 მაისს უნდა დაიწყოს. ტურნირის მასპინძლები რიგა და მინსკი არიან.