ლატვია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევით შეშფოთებულია

13:53, 27.02.2018

ლატვია შეშფოთებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევით და ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.

„ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო და სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

მსგავსი