ლატვია: საგზაო ნიშნებზე რუსული ქალაქების დასახელებები საღებავით დაფარეს
საილუსტრაციო ფოტო
ლატვიაში, ქალაქ რეზეკნესთან ახლოს, A12 ავტომაგისტრალზე, დაზიანებულია რამდენიმე საგზაო ნიშანი, რომლებზეც რუსეთის ქალაქების, მოსკოვისა და ოსტროვის დასახელებები საღებავით არის დაფარული. დაზიანებული საგზაო ნიშნები ორშაბათს, 21 სექტემბერს შენიშნეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გადაღებეს ისინი.
სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „ლატვიის სახელმწიფო გზებში“ განმარტეს, რომ საგზაო ნიშნებთან დაკავშირებული ეს ქმედებები კომპანიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოები საქმის კურსში არიან.
სახელმწიფო პოლიციის სამმართველოს ჩრდილოეთ ლატგალიის განყოფილების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სხვისი ქონების დაზიანების ფაქტზე შეტყობინება ნამდვილად მიიღეს.
ამ დროისთვის უცნობია, ვის მიერ არის ჩადენილი აღნიშნული ქმედება და რა იყო მათი მოტივი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარებისგან თავს იკავებს.
სამართალდამცველები მოუწოდებენ მოქალაქეებს, თუ ანალოგიურად გადაღებილ საგზაო ნიშნებს სხვა ადგილებშიც შენიშნავენ ან აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობენ, სახელმწიფო პოლიციას ან „ლატვიის სახელმწიფო გზებს“ მიმართონ.