ლატვია მომავალი წლიდან რუსეთსა და ბელარუსში საავტომობილო რეისების აკრძალვას გეგმავს

13:54, 08.09.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

ლატვია 2027 წლიდან რუსეთსა და ბელარუსში საერთაშორისო სამგზავრო ავტობუსების რეგულარული და არარეგულარული რეისების აკრძალვას გეგმავს. ასევე აიკრძალება ლატვიის ტერიტორიის გავლით ამ ქვეყნებში ტრანზიტით მგზავრობა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ტრანსპორტის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად მთავრობას წარუდგინა.

ამჟამად, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ლატვიიდან რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ერთი რეგულარული საავტობუსო რეისი ხორციელდება. მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურ რეისებს შპს Norma-A ასრულებს, რომელსაც მგზავრები Ecolines-ის ავტობუსებით გადაჰყავს.

მარშრუტის ლიცენზია 2027 წლის 9 იანვრამდეა ძალაში და მისი გაგრძელება არ იგეგმება.

გასული წლის 7 ოქტომბერს, ლატვიის მთავრობამ მხარი დაუჭირა ტრანსპორტის სამინისტროს წინადადებას, 2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 31 ოქტომბრამდე აკრძალულიყო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანები ლატვია-რუსეთისა და ლატვია-ბელარუსის საზღვრებზე. სამინისტრო ამჟამად ამზადებს დადგენილებას ამ აკრძალვის კიდევ ერთი წლით გასახანგრძლივებლად.

სტატიის და ფოტოს ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი, 2026 წელი, 07:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი