ლატვია: განათლების მინისტრი, 12-ის ნაცვლად, 11-წლიან სასკოლო სწავლებაზე გადასვლას განიხილავს
ლატვიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ილზე ინდრიკსონე
„19 წლის ახალგაზრდები სასკოლო მერხებთან აღარ უნდა ისხდნენ“, – განაცხადა ლატვიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ილზე ინდრიკსონემ („ეროვნული ალიანსი“), 25 ივნისს, „ლატვიის რადიოს“ გადაცემა „Krustpunktā-ში გამოსვლისას.
კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს 11-კლასიან სისტემაზე გადასვლას, ინდრიკსონემ აღნიშნა, რომ ეს იდეა მოსაწონია. „ერთმნიშვნელოვნად ვიტყოდი – დიახ. მე არ ვამბობ, რომ პროგრამაში მაინცდამაინც ესა თუ ის ადგილი უნდა შეიკვეცოს. თუმცა, სასწავლო გეგმის გადახედვით, ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ იმ სისტემასთან, სადაც ახალგაზრდები სკოლას ერთი წლით ადრე დაამთავრებენ. (..) [სასკოლო პროგრამამ] უნდა შეაფასოს, რის სწავლას მოითხოვს რეალური ცხოვრება მოსწავლეებისგან,“ – აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ლატვიაში ოპტიმალური დონის გამოცდებს მოსწავლეები უკვე მე-11 კლასში აბარებენ, ხოლო მე-12 კლასის ბოლოს, როგორც წესი, მხოლოდ ერთი უმაღლესი დონის გამოცდა რჩება ჩასაბარებელი. ინდრიქსონეს მიაჩნია, რომ უმაღლესი დონის სასწავლო კურსების საჭიროება მათი ღირებულებისა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველი ახალგაზრდების მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.
ინდრიქსონე ვარაუდობს, რომ ერთი სასწავლო წელი უნივერსიტეტებს, შესაძლოა, იმისთვის მიეცეთ, რათა თავად შეაფასონ სტუდენტების მომზადების დონე და საჭიროების შემთხვევაში, მათ დამატებითი ერთწლიანი სასწავლო პროგრამა შესთავაზონ.
სტატიის ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)
ფოტოს ავტორი: არნოლდს აუზინში / „ლატვიის რადიო“
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 25 ივნისი 2026, 13:42 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)