ლათინურ ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ორ მილიონს აჭარბებს

12:26, 22.06.2020

ლათინურ ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ორ მილიონს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლათინურ ამერიკაში ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ათეულში არის ბრაზილია, სადაც ვირუსი მილიონზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. მეორე ადგილზეა პერუ, სადაც ვირუსით 251 ათასი ინფიცირებულია. შემდეგ მოდის ჩილე. ქვეყანაში ვირუსი 242 ათასს მოქალაქეს დაუდგინეს.

ათეულში ასევე არის მექსიკა, კოლუმბია, ეკვადორი, არგენტინა, დომინიკის რესპუბლიკა, პანამა და ბოლივია.

მსგავსი