ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე +109 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე წარდგება.
პლანეტის უძლიერესი ძალოსანი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება.
ქართველი სპორტსმენი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყებს ასპარეზობას.
ამ დროისათვის, საქართველოს ნაკრების „ყულაბაში“ ატაცში ორი ოქროს, ხოლო ორჭიდში ორი ბრინჯაოს მედალია.