ლაშა ტალახაძე დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს | პატაია 2019
ლაშა ტალახაძე დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს | პატაია 2019

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე +109 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე წარდგება.

პლანეტის უძლიერესი ძალოსანი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება.

ქართველი სპორტსმენი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყებს ასპარეზობას.

ამ დროისათვის, საქართველოს ნაკრების „ყულაბაში“ ატაცში ორი ოქროს, ხოლო ორჭიდში ორი ბრინჯაოს მედალია.